
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროკომისია დათანხმდა უკრაინის ექსპორტზე ყველა გადასახადი და კვოტა 1 წლით მოიხსნას. ზელენსკის თქმით, ამასთან დაკავშირებით ის ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლეიენს ესაუბრა.
"მზადდება ევროკავშირის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ევროკომისია დათანხმდა უკრაინის ექსპორტზე ყველა გადასახადისა და კვოტის მოხსნაზე ერთი წლით, ასევე ანტიდემპინგური ტარიფების შეჩერებაზე. ამ წინადადების დეტალები დღეს პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენთან განვიხილე. მადლობელი ვარ პირადად მისი და ყველა ჩვენი ევროპელი მეგობრის ამ ნაბიჯისთვის. ახლა ეს მოგვცემს საშუალებას, შევინარჩუნოთ მაქსიმალური ეკონომიკური აქტივობა უკრაინაში, ჩვენი ეროვნული წარმოებისთვის", - თქვა ზელენსკიმ.