პუტინის შემდეგ, გაეროს გენმდივანი ზელენსკის შეხვდება | გუტერეში კიევში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ხვალ, 28 აპრილს შეხვდება. ამის შესახებ გაეროს პრესსპიკერმა თქვა.

გუტერეში უკრაინაში 27 აპრილს დილით პოლონეთიდან ჩავიდა. ის კიევში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრსაც შეხვდება. პრესსპიკერის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ გუტერეში მედიისთვის განცხადებას გააკეთებს.

უკრაინაში ვიზიტამდე გუტერეში რუსეთში იმყოფებოდა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვსა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი