
მარიუპოლში, "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაში 600-ზე მეტი დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქე და მებრძოლი მედიკამენტების გარეშეა დარჩენილი. 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური, სერგეი ვოლინა გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, რომ ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები ანტისანიტარიულ პირობებში, საკვებისა და წყლის მარაგის გარეშე ცხოვრობენ.
36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მარიუპოლიდან ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის "დიუნკერკის" მსგავს ევაკუაციას ითხოვს.
"აზოვსტალში 600-ზე მეტი დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქე და მებრძოლია, ისინი მედიკამენტების გარეშე არიან. აქ არც ექიმები იმყოფებიან, რომ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ, ბევრი ბავშვია, ასევე მოხუცები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. ძალიან მძიმე ვითარებაა, არის წყლისა და საკვების პრობლემები. მე მივმართე ყველა მსოფლიო ლიდერს, პა ფრანცისკს, რომ მარიუპოლში მოხდეს ექსტრაციის პროცედურა, როგორც 1940 წელს დიუნკერკში განხორციელდა.
დღეს ჩემი მთავარი გზავნილია გადაარჩინეთ მარიუპოლის გარნიზონი, ჩაატარეთ ექსტრაცის პროცედურა, ეს ხალხი დაიღუპება, დაჭრილები გარდაიცვლებიან, ხოლო ცოცხლები ბრძოლაში მოკვდებიან", - ამბობს სერგეი ვოლინა.
ცნობისთვის, მარიუპოლი თითქმის მთლიანადაა განადგურებული და ამ დრომდე ალყაში რჩება.