"ჩვენი მიზანი ჭეშმარიტების დადგენაა... გვინდა, რომ ადამიანების მიმართ დაცული იყოს კანონი" | ჰააგის პროკურორის მიმართვა გაეროს

გამოქვეყნდა:

"ჩვენი მიზანი ჭეშმარიტების დადგენაა... გვაინტერესებს მხოლოდ ის, რომ ადამიანების მიმართ დაცული იყოს კანონი", - ამის შესახებ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა გაეროს უშიშროების საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გამომძიებლები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ სიმართლე დადგინდეს.

"თუ არსებობს ფეიკ ინფორმაციები, არის შეთქმულება, რომ მსოფლიო მოტყუვდეს, იმაზე უკეთესი რომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიებით გამოვავლინოთ ეს სიცრუე, არაფერია. მე რუსეთის არც მომხრე ვარ და არც მოწინააღმდეგე, ისევე, როგორც უკრაინის, ეს პოლიტიკის საკითხია. ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ის, რომ ადამიანების მიმართ დაცული იყოს კანონი. ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს საქმეს. სიმართლის დასადგენად სხვადასხვა გზები არსებობს", - თქვა კარიმ ხანმა. 

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე უკრაინის გენერალურმა პროკურორმაც ისაუბრა:

"რუსი ოკუპანტების ქმედებებში არის გენოციდის ნიშნები. ომის დაწყების დღიდან ისინი მიზანმიმართულად უტევენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, რის გამოც მშვიდობიანი მოსახლეობა კვდება. ისინი ბომბავენ სკოლებსა და საავადმყოფოებს. ბუჩაში, ირპენში, გოსტომელში, სადაც ოკუპანტებმა სიმხეცე ჩაიდინეს მარტის ბოლოს, ნაპოვნია მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები, მათ შორის ადამიანების, რომლებიც წამებისა და ძალადობის შედეგად დაიღუპნენ. ჩვენ დარეგისტრირებული გვაქვს ადამიანების დახვრეტისა და მკვლელობების ფაქტები და ნაპოვნია მასობრივი სამარხები", - თქვა ირინა ვენედიქტოვამ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი