აშშ ოლიგარქების აქტივების ჩამორთმევის ადმინისტრაციულ ორგანოს ქმნის | ბაიდენის ინიციატივა კონგრესს

გამოქვეყნდა:

დღეს, უკრაინის მხარდასაჭერად წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის პარალელურად, პრეზიდენტი ბაიდენი კონგრესს გაუგზავნის წინადადებას ყოვლისმომცველი საკანონმდებლო პაკეტის შესახებ, რომელიც გააძლიერებს შეერთებული შტატების მთავრობის უფლებამოსილებას რუსეთის მთავრობასა და რუსი ოლიგარქების პასუხისმგებლობის დაკისრებაზე, რუსეთის მიერ, უკრაინაში წარმოებული ომისთვის.

წინადადებები შემუშავდა უწყებათაშორის პარტნიორებთან მჭიდრო კონსულტაციით, მათ შორისაა სახაზინო, იუსტიციის, სახელმწიფო და კომერციის დეპარტამენტები. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მოუთმენლად ელის, რომ პაკეტის დასამტკიცებლად კონგრესის წევრებთან მჭიდროდ ითანამშრომლებს.

ცნობილი ხდება, რომ წინადადებების ეს პაკეტი აყალიბებს ახალ უფლებამოსილებებს რუსულ კლეპტოკრატიასთან და ოლიგარქიასთან დაკავშირებული ქონების ჩამორთმევაზე და აშშ-ის მთავრობას საშუალებას მისცემს გამოიყენოს ჩამორთმეული ქონებიდან მიღებული შემოსავალი უკრაინის მხარდასაჭერად და შემდგომ გააძლიეროს შესაბამისი სამართალდამცავი ინსტრუმენტები.

კანონპროექტით იქმნება ოლიგარქების აქტივების ჩამორთმევის ადმინისტრაციული ორგანო: ეს წინადადება მიზნად ისახავს ოლიგარქების აქტივების ჩამორთმევის პროცესის გამარტივებას, დაყადაღებას დაქვემდებარებული აქტივების გაფართოებას და შემოსავლების უკრაინაში გადინების საშუალებას. ასევე, შეიქმნება სისხლის სამართლის ახალი დანაშაულის ტიპი, რაც უკანონოს გახდის ნებისმიერი პირის შეგნებულად ან განზრახ რუსეთის მთავრობასთან კორუფციული ურთიერთობების შედეგად პირდაპირ მოპოვებულ შემოსავლების ფლობას.

საკანონმდებლო ინიციატივა ასევე ითვალისწინებს სანქციების თავიდან აცილების ხელშეწყობის შეზღუდვას, კერძოდ, ეს წინადადება აშშ-ს იმ ქონების ჩამორთმევის საშუალებას მისცემს, რომელსაც რუსი ოლიგარქები სანქციების თავიდან აცილების გასამარტივებლად იყენებენ. 

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ის გააძლიერებს შეერთებული შტატების უნარს, გამოიძიოს სანქციების თავიდან აცილების ფაქტები და დაამატოს სანქციების თავიდან აცილების დანაშაული - „რეკეტის აქტივობა“ და დაამატოს ეს მუხლი რეკეტის გავლენის ქვეშ და კორუმპირებული ორგანიზაციების (RICO) აქტში. ეს წინადადება იუსტიციის დეპარტამენტს კონფისკაციების მძლავრ ინსტრუმენტს მისცემს. 

ასევე, ეს წინადადება გააუმჯობესებს შეერთებული შტატების შესაძლებლობას, განახორციელოს ფულის გათეთრებისა (და ინდივიდის თუ ორგანიზაციის ქონების შემდგომი კონფისკაცია) უცხოეთში ჩადენილი ამ ტიპის დანაშაულების საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის გახანგრძლივებას ხუთი წლიდან ათ წლამდე ვადით. ხანდაზმულობის ვადის გახანგრძლივება დამატებით დროს მისცემს გამომძიებლებსა და პროკურორებს ოლიგარქების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასადგენად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი