უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები მეშვიდედ გაცვალეს | თავისუფალია 33 სამხედრო და 12 მშვიდობიანი მოქალაქე

გამოქვეყნდა:

უკრაინამ და რუსეთმა დღეს ტყვეები მეშვიდედ გაცვალეს. ინფორმაციას უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ვერეშჩუკის ინფორმაციით, ოკუპანტების ტყვეობისგან გათავისუფლებს შორის არის 5 დაშავებული. 

"ამ გაცვლის დროს სახლში 45 უკრაინელი დაბრუნდა: 13 ოფიცერი, 20 ჯარისკაცი და 12 მშვიდობიანი მოქალაქე"

ცნობისთვის, ტყვეების პირველი გაცვლა 24 მარტს მოხდა - უკრაინამ 10 ოკუპანტის სანაცვლოდ 10 სამხედრო დაიბრუნა. გარდა ამისა, ამ გაცვლის ფარგლებში, სამშობლოში დაბრუნება შეძლო 19-მა უკრაინელმა მეზღვაურმაც.

1 აპრილს ცნობილი გახდა პატიმართა მეორე გაცვლის შესახებ: უკრაინამ მოახერხა 86 სამხედრო მოსამსახურის დაბრუნება, მათგან 15 ქალის.

მესამე გაცვლა 9 აპრილს მოხდა. შედეგად გათავისუფლდა 12 უკრაინელი სამხედრო და 14 მშვიდობიანი მოქალაქე.

მეოთხე გაცვლა კი 14 აპრილს მოხდა, რომლის შედეგად გათავისუფლდა 22 უკრაინელი სამხედრო და 8 მშვიდობიანი მოქალაქე.

მეხუთე გაცვლა 19 აპრილს მოხდა, რომლის შედეგად გათავისუფლდა 60 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე და 16 მშვიდობიანი მოქალაქე.

მეექვსე გაცვლა 22 აპრილს მოხდა, რომლის შედეგად თავისუფალია 10 უკრაინელი სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი