ვინ დაიწყო ომი უკრაინაში | "ოცნების" შეთქმულების ახალი თეორია

გამოქვეყნდა:

პროვოკაცია იგეგმებოდა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ხელისუფლების დასამხობად და ქვეყნის ომში ჩასაბმელად ჩამოვიდა - ეს "ოცნების" უცვლელი ვერსიაა. ამავე ვერსიით, მიხეილ სააკაშვილის მთავარი მოკავშირეები ე.წ დესტაბილიზაციის გეგმაში არც მეტი არც ნაკლები გიორგი გახარია და "ლელო" იყვნენ.

ომი უკრაინაში, უკრაინამ დაიწყო - ესეც "ოცნების" თეორიაა. პუტინის რუსეთთან თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის პრობლემას რომ არ წარმოადგენს, ეს ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა.

ხელისუფლების მთავარი სპიკერების როლი პრემიერმა და პარტიის თავმჯდომარემ მოირგეს, მთავარი ხაზი უცვლელი რჩება - ყველა ქვეყნის მტერია, "ოცნება" კი მეცენატ-ქველმოქმედი ივანიშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს დახსნას განაგრძობს.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი