რუსი ოლიგარქების დაყადაღებული ქონება გაიყიდება და უკრაინის განვითარებას მოხმარდება | კონგრესის უპრეცენდენტო გადაწყვეტილება

გამოქვეყნდა:

კონგრესის უპრეცენდენტო გადაწყვეტილება - შეერთებული შტატების მიერ რუსი ოლიგაქების დაყადაღებული ქონება გაიყიდება და უკრაინის განვითარებას მოხმარდება. ანალოგიური კანონის მიღებას გეგმავს კანადა. მოსალოდნელი ცვლილებები ქვეყნის ხელისუფლებას საშუალებას მისცემს გავლენიანი მილიარდერების დასანქცირებული ქონება, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმის მთავარი დასაყრდენს წარმოადგენენ, მათი ნებართვის გარეშე გაასხვისონ.

საუბარია უძრავ და მოძრავ ქონებაზე, საბანკო ანგარიშებსა და კრიპტოვალუტაზე. პარალელურად იზრდება იმ კომპანიებისა და ბიზნესმენების სია, ვიზეც ევროკავშირის შეზღუდვები გავრცელდება. თავად ოკუპანტი სახელმწიფოს ეკონომიკა მორიგი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. პოლონეთისა და ბულგარეთის შემდეგ რუსეთს გაზის მიწოდების შეწყვეტა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ფინეთისთვის მოუწევს, რადგან მათ უკვე დადასტურეს, რომ ანგარიშსწორება რუსულ რუბლში აღარ იქნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი