
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ამერიკელებს განუმარტა იმის შესახებ, თუ რატომ სთხოვა კონგრესს დაამტკიცოს უკრაინისთვის 33 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი. თქვა, რომ უკრაინაში ბრძოლა არის ბრძოლა თავისუფლებისთვის და ეს არ არის იაფი, მაგრამ უფრო ძვირად დაუჯდებათ, თუ მსოფლიო რუსულ აგრესიას დაემორჩილება.
”ჩვენ გვჭირდება ეს კანონპროექტი, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ამ ბრძოლის ღირებულება არ არის იაფი, მაგრამ აგრესიისადმი მიდრეკილება უფრო ძვირი დაჯდება, თუ ამას დავუშვებთ”, - თქვა ბაიდენმა.
ბაიდენმა განმარტა, რომ უკრაინელები იცავენ თავიანთ ქვეყანას, ხოლო მეორე მხრივ რუსები, „აგრძელებენ საკუთარ სისასტიკეს“ და არჩევანი სწორედ მათ შორისაა გასაკეთებელი. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ რუსეთს არ უტევს.
"ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით რუსეთს. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას დაიცვას საკუთარი თავი რუსული აგრესიისგან და ისევე როგორც პუტინმა აირჩია ეს სასტიკი შეჭრა, მას შეუძლია გააკეთოს არჩევანი ამ სასტიკი შემჭრის დასასრულებლად. რუსეთი არის აგრესორი, არანაირი "თუ", "და", "მაგრამ" ამ საკითხზე", - თქვა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, რომ ბაიდენი კონგრესს უკრაინისთვის 33 მილიარდი დოლარის გამოყოფას სთხოვს.