ნიდერლანდები, ომის დანაშაულების მტკიცებულებების შესაგროვებლად, უკრაინაში ექსპერტთა ჯგუფს გაგზავნის

გამოქვეყნდა:

ნიდერლანდები, უკრაინაში სასამართლო ექსპერტიზის ჯგუფს გაგზავნის, რათა ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ომის დანაშაულის მტკიცებულებები შეაგროვოს - ინფორმაციას უკრაინულია მედიასაშუალებები თავიანთ ტელეგრამის არხებზე ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვინ გაეგზავრება უკრაინაში, პარასკევს, მინისტრთა კაბინეტის ყოველკვირეულ სხდომაზე გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, ICC-ის მთავარმა პროკურორმა კარიმ ხანმა, ხელი მოაწერა შეთანხმებას ლიტვის, პოლონეთისა და უკრაინის გენერალურ პროკურორებთან ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფში მონაწილეობის შესახებ, რათა გამოიძიოს ომის დაწყების შემდეგ რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილი შესაძლო სამხედრო დანაშაულები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი