შემზარავი ვითარება მარიუპოლში და უკრაინის მზადება კონტრშეტევისთვის | პუტინის ომის 64-ე დღე

გამოქვეყნდა:

კრემლის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომში გარდამტეხი ეტაპი მწიფდება. უკრაინული ჯარები ახლა როგორც არასოდეს ისეთი ძლიერია. დასავლელი პარტნიორების მიერ მიწოდებული შეიარაღებით ქვეყანას არამხოლოდ თავდაცვის, არამედ კონტრშეტევის შესაძლებლობა აქვს.

ომში მყოფი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ვითარება კვლავ უკიდურეს ნიშნულამდეა დაძაბული. მთავარი კვლავ მარიუპოლი რჩება. აზოვსტალიდან გავრცელებული კადრები სულ უფრო სასტიკი და შემზარავია.

საოკუპაციო ჯარებმა დაბომბეს მიწიქვეშა საველე ჰოსპიტალი, რომელიც ათობით დაჭრილისთვის გადარჩენის ბოლო იმედი იყო. უმძიმესია მდგომარეობა აზოვსტალის მიმდებარედ, სადაც ქალაქში დატოვებული ცხედრების გამო ეპიდაფეთქების საშიშროება გაჩნდა.

კრემლის იერიშს ელოდებიან ოდესაში, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, უკვე გამოჩნდა რუსული სამხედრო გემები.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი