
"მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის გაჭიანურებამ შესაძლოა ის შეზღუდულ შესაძლებლობამდე მიიყვანოს, შემდგომში კი საერთოდ ლეტალური შედეგით დასრულდეს", - ამის შესახებ უკრიანის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა Facebook-ზე წერს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მისი სათანადოდ მკურნალობა უზრუნველყოს.
მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის მოქალაქე, რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია და დაუყოვნებლივ საზღვარგარეთის კლინიკაში მკურნალობას საჭიროებს.
"ეს ექიმმა ოთარ თოიძემაც დაადასტურა. მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის გაჭიანურებამ შესაძლოა ის შეზღუდულ შესაძლებლობამდე მიიყვანოს, შემდგომში კი საერთოდ ლეტალური შედეგით დასრულდეს. არაერთხელ მითქვამს, რომ სააკაშვილს სჭირდება მრავალპროფილურ, სამოქალაქო კლინიკაში ან საზღვარგარეთის კლინიკაში მკურნალობა" - წერს დენისოვა.