"წინა დღეს კრემლში მაგიდასთან იჯდა, დღეს გუტერეშის თავზე აფეთქებებია... რატომ იკავებს რუსეთი ადგილს გაეროს უშიშროების საბჭოში?" | პოდოლიაკი 

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მისგან ერთ კილომეტრში რუსეთმა სარაკეტო თავდასხმები განახორციელა.

პოდოლიაკი ამბობს, რომ თუ ეს არის პუტინის "მეგობრული"  გზავნილია გაეროსთვის, რა არგუმენტით შეიძლება, ეს ქვეყანა უშიშროების საბჭოს წევრი იყოს. 

"ანტონიო გუტერეშის ოფიციალური ვიზიტის დროს კიევის ცენტრში სარაკეტო დარტყმა მოხდა. ერთი დღის წინ ის [გუტერეში] კრემლში გრძელ მაგიდასთან იჯდა, დღეს კი მის თავზე აფეთქებებია. საფოსტო ბარათი მოსკოვიდან? შეგვახსენეთ რატომ იკავებს ამ დრომდე ადგილს რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოში?"- წერს პოდოლიაკი.

შეგასენებთ, რომ ოფიციალური კიევის ცნობით, რამდენიმე წუთის წინ დედაქალაქში სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი