
დღეს ღამით ოდესის საჰაერო თავდაცვამ მოწინააღმდეგის სამი რაკეტა ჩამოაგდო - ამის შესახებ ინფორმაცია Telegram-ში ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაქსიმ მარჩენკომ გაავრცელა.
" უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ოდესის რაიონის თავზე 3 რუსული რაკეტა ჩამოაგდო, რომელიც ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეების მოსაკლავად იყო გამოშვებული. მადლობა სამხედროებს უნაკლო მუშაობისთვის", - ამბობს მარჩენკო.
უკრაინული მედია წერს, რომ მტერმა სცადა საჰაერო დაზვერვის ჩატარება დრონის გამოყენებით, მაგრამ ის ასევე ჩამოაგდეს. მათივე ცნობით, რეგიონის ცა მთლიანად უკრაინის საჰაერო ძალების კონტროლის ქვეშაა.