
"ჩვენ არ ვნებდებით" - ასე მიმართა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა უკრაინის პრეზიდენტსა და მოსახლეობას.
ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გუტერეშმა აღნიშნა, რომ მარიუპოლის მოსახლეობას ახლა სამაშველო გზა სჭირდება ჯოჯოხეთის დასატოვებლად.
"მინდა გითხრათ ბატონო პრეზიდენტო და უკრაინელო ხალხო, ჩვენ არ ვნებდებით, ჩვენ გავაგრძელებთ ცეცხლის სრული შეწყვეტის მოწოდებას. ასევე, გავაგრძელებთ პრაქტიკულ ზომებს სიცოცხლის შესანარჩუნებლად და ადამიანთა ტანჯვის შესამცირებლად. ეფექტური ჰუმანიტარული დერეფნები, საომარი მოქმედებების ლოკალური შეწყვეტა, მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაზარალებულებისთვის უსაფრთხო მარშრუტები. დღეს მარიუპოლის მოსახლეობას სწორედ ასეთი ნაბიჯი სჭირდება. მათ სამაშველო გზა სჭირდებათ ამ ჯოჯოხეთის დასატოვებლად", - თქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
ამავე თემაზე: