
უკრაინა იმედოვნებს, რომ დღეს შეძლებს "აზოვსტალის" ფოლადის ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას. მოქალაქეები, მათ შორის ქალები და ბავშვები, ასევე დაშავებულები, ქარხანას ჯარისკაცებთან ერთად აფარებენ თავს.
"დღეს იგეგმება ოპერაცია ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოსაყვანად", - განუცხადეს Reuters-ს პრეზიდენტ ზელენსკის ოფისში.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ვოლოდიმირ ზელენსკისთან გუშინ, შეხვედრისას განიხილა. მანამდე ის სამშაბათს რუსეთის პრეზიდენტსაც შეხვდა. მოლაპარაკების შემდეგ მედიამ დაწერა, რომ პუტინი "პრინციპში" დათანხმდა გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ქარხნიდან ხალხის ევაკუაცია მომხდარიყო.
გუტერეშმა თქვა, რომ ინტენსიური დისკუსიები მიმდინარეობს, რათა მოხდეს აზოვსტალის ფოლადის ქარხნის ევაკუაცია. ეს ალყაში მოქცეული მარიუპოლის ბოლო ნაწილია, რომელიც რუსეთის კონტროლს ამ დრომდე არ ექვემდებარება. "აზოვის პოლკი" აცხადებს, რომ იბრძოლებს მანამ, სანამ ამის საშუალება ექნებათ.