რეჟისორი სალომე ჯაში ამბობს, რომ ივანიშვილის ხეებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის "მოთვინიერების" ჩვენება სხვადასხვა სივრცეებში გაგრძელდება. ფილმის პირველი ჩვენება გუშინ კინოს სახლში გაიმართა, თუმცა კინოაკადემიამ ყველა სხვა სეანსი გააუქმა.
რეჟისორის განცხადებით ჩვენებები - 2, 3, 4 მაისს, 20:00 საათზე, თეატრალური კომპანია "ჰარაკიში" გაიმართება. მოქალაქეებს შეეძლებათ ბილეთები biletebi.ge-ზე შეიძინონ. 5 მაისს ფილმის ჩვენება შედგება "კაფე მზიურში", 10 და 11 მაისს, 20:00 საათზე კი "გეოეთეს ინსტიტუში".
"დიდი მადლობა ყველა იმ ორგანიზაციას თუ ინიციატივას, რომელმაც ფილმის წარდგენა შემოგვთავაზა მას შემდეგ, რაც საქართველოს კინოაკადემიამ გადაწყვიტა აღარ გააგრძელოს მის კინოთეატრში ფილმის ჩვენებები იმ მოტივით, რომ ის "საზოგადოების პოლიტიკური ნიშნით დაყოფას და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს". (ისე, იმედია მართლა იწვევს ეს ფილმი აზრთა სხვადასხვაობას)
ჩვენებები კიდევ დაემატება. ფილმის მოხსნით რეალურად მისი უფრო მეტად გავრცელების შესაძლებლობა გაჩნდა. და დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის", - წერს სალომე ჯაში.
ფილმი "მოთვინიერება", რომელიც მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ხეებით გატაცებას ეხება არაერთ ქვეყანაში, საერთაშორისო კინოფესტივალებზე უკვე აჩვენეს.
ასევე იხილეთ: