
მარიუპოლში, რუსმა ოკუპანტებმა პირველი დაბადების მოწმობა გასცეს, - ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშჩენკო საკუთარ ტელეგრამ-არხზე ავრცელებს და წერს, რომ დაბადების მოწმობა
რუსებმა "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" დოკუმენტის სახით გასცეს.
მისივე ინფორმაციით, მარიუპოლში შობადობა შემცირებულია. ომამდე ერთი კვირით ადრე მარიუპოლში 45-50 ბავშვი გაჩნდა, ბოლო ერთ თვის მონაცემებით კი მხოლოდ ერთი ბავშვია დაბადებული.