უკრაინაში რუსებმა ორი ბრიტანელი მოხალისე დააკავეს - Presidium Network

გამოქვეყნდა:

რუსებმა დააკავეს ორი ბრიტანელი მოხალისე, რომლებიც უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად იყვნენ ჩასულები. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია Presidium Network-ი ავრცელებს.

ისინი ორშაბათს, სამხრეთ უკრაინაში, ქალაქ ზაპორიჟიეს მახლობლად საგუშაგოზე დააკავეს. ვარაუდობენ, რომ მოხალისეები დამოუკიდებლად მუშაობდნენ, მაგრამ კავშირში იყვნენ Presidium Network-ის ქსელთან. 

ორგანიზაციის თანადამფუძნებელმა, დომინიკ ბირნმა თქვა, რომ ორი თანამშრომელი ცდილობდა უკრაინელ ოჯახს დახმარებოდა ევაკუაციაში. მისი თქმით, კონტაქტი ორშაბათს დილით დაიკარგა.

"ოჯახი, რომლის ევაკუაციასაც მოხალისეები ცდილობდნენ ზაპოროჟიედან, მოგვიანებით წაიყვანეს და დაკითხეს რუსმა ჯარისკაცებმა, მათ ჰკითხეს, იყვნენ თუ არა მოხალისეები "ბრიტანელი ჯაშუშები", - განუცხადა ბრაინმა CNN-ს.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სასწრაფოდ ითხოვს დამატებით ინფორმაციას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი