დიდი ბრიტანეთი უკრაინაში ომის დანაშაულების გამოსაძიებლად ექსპერტების ჯგუფს აგზავნის

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთი უკრაინაში ომის დანაშაულის გამოძიებაში დასახმარებლად ექსპერტების ჯგუფს აგზავნის.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სპეციალისტთა ჯგუფი დაეხმარება უკრაინის მთავრობას მტკიცებულებების შეგროვებაში, მათ შორის ისეთი დანაშაულების გამოძიებაში, როგორიცაა სექსუალური ძალადობა.

ისინი პოლონეთში მაისის დასაწყისში ჩავლენ და შეხვდებიან საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ლტოლვილებსა და უკრაინის მთავრობას.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი დღეს მიემგზავრება ჰააგაში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში (ICC ) პრეზიდენტთან, მოსამართლე პიოტრ ჰოფმანსკისთან მოლაპარაკებებისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი