ილონ მასკმა უკრაინას Tesla Powerwall-ის ენერგიის დაზოგვის სისტემები გადასცა

გამოქვეყნდა:

SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა, უკრაინას Tesla Powerwall-ის ენერგიის დაზოგვის სისტემები გადასცა, - ინფორმაციას უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი, მიხაილო ფიოდოროვი, საკუთარ ტელეგრამ არხზე ავრცელებს და წერს, რომ უახლესი ტექნიკა დაეხმარება უკარაინას იმ რაიონებში, რომლები ყველაზე მეტად დაზარალდა რუსული ოკუპაციისგან.

"დღეს ორმა ამბულატორიულმა კლინიკამ ბოროდიანკასა და ირპენში მიიღო მზის პანელები და Tesla Powerwall ენერგიის დაზოგვის სისტემები. ეს მზის პანელები და გენერატორები ძალიან პოპულარული გახდა ამერიკაში. Powerwall ენერგეტიკულ სისტემას აქვს მაღალი ავტონომია და უზრუნველყოფს სარეზერვო ენერგიას ელექტროენერგიის შეწყვეტის დროს. ეს უახლესი ტექნიკა დაეხმარება უკრაინელებს იმ რაიონებში, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ რუსული ოკუპაციისგან", - წერს მიხაილ ფიოდოროვი.

შეგახსენებთ, რომ მასკმა უკრაინისთვის თანამგზავრული ინტერნეტის Starlink-ის ტერმინალები გახსნა

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი