
აზოვსტალის ტერიტორიაზე დროებით მოწყობილი საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად 600-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო საუბრობს.
"თქვენ უკვე იცით, რომ მათ საავადმყოფოს ბომბები ესროლეს, საჰაერო ბომბებმა გაანადგურეს საავადმყოფო, ეს ომის დანაშაულის ნიშანია, რადგან დაჭრილთა რაოდენობა მანამდე 170 იყო ახლა კი 600-ზე მეტია", - ამბობს ვადიმ ბოიჩენკო.
მისივე თქმით, რუსებმა ოთხი ე.წ. ფილტრაციის ცენტრი მოაწყვეს, სადაც ევაკუაციის მსურველებს ამოწმებენ. ასევე, ზოგიერთი ოჯახი, ვისაც უკრაინის ტერიტორიის დატოვება სურს, რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე იძულებით გადაჰყავთ.