პრორურსი ოლიგარქების დეოლიგარქიზაცია | ივანიშვილის სანქცირებას პოდოლიაკიც ითხოვს

გამოქვეყნდა:

საქართველოში დეოლიგარქიზაციის პროცესის დაწყებას სულ უფრო აქტიურად ითხოვს ოფიციალური კიევი. ომში მყოფი ქვეყნიდან ერთმანეთის მიყოლებით ხისტი განცხადებები კეთდება, რომლის ადრესატი საქართველოს ხელისუფლებაა.

პრეზიდენტ ზელენსკის პარტიის ფრაქციის თავმჯდომარის შემდეგ ოლიგარქ ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მოითხოვს. მიხაილო პოდოლიაკი ღიად აცხადებს, რომ რუსეთთან მჭიდრო კავშირებისა და ბიზნეს ინტერესების გამო საერთაშორისო შეზღუდვები რუსი ოლიგარქბის მსგავსად ბიძინა ივანიშვილსაც უნდა დაუწესდეს.

ტრადიციული იყო პასუხი კრიტიკაზე მმართველი გუნდის მხრიდან, ოლიგარქის პარტიის ლიდერები ყველა საშულებით ცდილობდნენ ივანიშვილის დაცვას და უკრაინის ხელისუფლებაზე თავდასხმას არც ამჯერად მორიდებიან.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი