
ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი უკრაინას 24 საათში მიეწოდება. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
უწყების ცნობით, უახლოესი 24 საათის განმავლობაში უკრაინის მიმართულებით 12-ზე მეტი რეისია დაგეგმილი. იარაღის ახალი პარტია მოიცავს ჰაუბიცებს, ჭურვებს, ფენიქსის დრონებსა და რადარებს.