
მიხეილ სააკაშვილის გათვისუფლებასა და მის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას არა მხოლოდ საქართველოში მოითხოვენ. რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლმა ქართველებმა უკვე შეაგროვეს ხელმოწერები და შესაბამისი მოწოდებით უკრაინის ხელისუფლებას მიმართეს.
ხელმოწერებს სხვადასხვა დანაყოფები აგროვებენ. ქართველები მოუწოდებენ ვოლოდიმერ ზელენსკის უფრო აქტიურად ჩაერთოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქის გადარჩენის პროცესში. ხელმოწერების შეგროვება ამ დრომდე გრძელდება.