"უკრაინის სიმამაცე და უნარები სამხედრო ისტორიაში დარჩება", - წერს Twitter-ზე ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი.
მისი შეფასებით, უკრაინელებმა თავიანთი სუვერენიტეტის დასაცავად ბრწყინვალე სამუშაო შეასრულეს.
"უკრაინის საავადმყოფოები დაბომბეს, მათი მოქალაქეები დახვრიტეს, მათი შვილები ტრავმირებული არიან და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, მათ ბრწყინვალე სამუშაო შეასრულეს თავიანთი სუვერენიტეტის დასაცავად. უკრაინის სიმამაცე და უნარები სამხედრო ისტორიაში დარჩება", - წერს ლოიდ ოსტინი.