რუსული გენოციდის კვალი უკრაინაში ყოველდღიურად სულ უფრო სასტიკი და მასშტაბური ხდება. ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ბუჩასთან ახლოს, უკრაინელმა სამხედროებმა, კიდევ ერთი სამარხი აღმოაჩინეს, სადაც 900 ცხედარია ნაპოვნი. უმეტესობას წამებისა და საკონტროლო გასროლის კვალი აღენიშნება.
ომის 66-ე დღეს, უკრაინა ოკუპრებული სოფლების გათავიუსფლებასა და რუსული არმიის განადგურებას
წარმატებით განაგრძობს - შეშინებული და დემორალიზებული რაშისტები კი ომიდან თავის დაღწევას, თვითდაზიანების გზით ცდილობენ;
დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს ლეგენდარული მფრინავი "კიევის აჩრდილი", თუმცა გარდაცვალებამდე მან მტრის 40 ბომბდამშენის განადგურება შეძლო; ვოლოდიერ ზელენკიმ ლეგენდარულ მფრინავს, გარდაცვალების შემდეგ, უმაღელსი ჯილდო, ოქროს ვარსკვლავი მიანიჭა; ომში მყოფ ქვეყანაში კი დღეს, ჰოლივუდის ვარსკვლავი, ანჯელინა ჯოლი ჩავიდა.