ვინ კლავს პუტინის ბიზნესმენებს | ომის დაწყების შემდეგ, გაურკვეველ ვითარებაში, უკვე 6 რუსი ოლიგარქი მოკვდა

გამოქვეყნდა:

პუტინის რუსული რულეტკა სამიზნეებს ირჩევს. სანქცირებული რუსი ოლიგარქების ნაწილი, გაურკვეველ ვითარებაში კვდება. გასულ კვირას, და მხოლოდ 48-საათიანი ინტერვალით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 2 ცნობილი ოლიგარქის ცხედარი აღმოაჩინეს.

ოფიციალური ინფორაციით, გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობაა, თუმცა საეჭვოა ის გარემოება, რომ ნავთობისა და გაზის მაგნატებმა, სუიციდი ასე ერთდროულად, სანქციების დაწესების შემდეგ გადაწყვიტეს და ხშირად ე.წ. თვითმკვლელობამდე, საკუთარ ოჯახის წევრებს, ცოლებსა და მცირეწლოვან შვილებს ხოცავენ. სწორედ უკრაინაში ომის დაწყებისა და სანქციების დაწესების შემდეგ, გაურკვეველ ვითარებაში, უკვე 6 რუსი ოლიგარქი გარდაიცვალა.

სად მიდის საიდუმლო მკვლელობების კვალი და იშორებს თუ არა პუტინი სწორედ ამ მეთოდით, მისივე გარემოცვის იმ წევრებს, ვინც შესაძლოა ძალიან დიდი ფულის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებლებიც ყოფილყვნენ. გარდაცვლილი ოლირაქების საქმიანობა და სიკვდილის ხელწერა, ეფესბეს და რუსეთის პრეზიდენტის კვალზე, აშაკარად მიანიშნებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი