
უკრაინის ქალაქ ოდესაში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ინფორმაციას გამოცემა UNIAN ავრცელებს და წერს, რომ ქალაქში საგანგებო განგაში გამოცხადდა, მოსახლეობას კი თავშესაფარში შესვლისკენ მოუწოდებენ.
UNIAN უკრაინის არმიის სამხრეთის სარდლობაზე დაყრდნობით წერს, რომ ოდესაში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოდესის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი დაზიანდა, რის გამოც მისი გამოყენება შეუძლებელია.
პარალელურად, უკრაინის ნაწილში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.