უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, "კიევის აჩრდილი" არ დაღუპულა

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, ინფორმაცია, რომლის თანახმადაც "კიევის აჩრდილი" ბრძოლაში დაიღუპა, სიმართლე არაა.

"კიევის აჩრდილი სუპერგმირი-ლეგენდაა, რომელიც უკრაინელებმა შექმნეს. ეს კრებითი სახეა საჰაერო ძალების ტაქტიკური ავიაციის 40-ე ბრიგადის პილოტების, რომლებიც იცავენ დედაქალაქის ცას. ისინი მოულოდნელად ჩნდებიან იქ, სადაც მათ არ ელიან",-წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, 29 აპრილს გამოცემა Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინული MiG-29-ის პილოტი, მეტსახელად "კიევის აჩრდილი", რომელმაც ომში არაერთი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო, გასულ თვეში, ბრძოლაში დაიღუპა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი