
"წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. ოკუპანტები ჩვენს მიწაზე მათი ე.წ. "სპეცოპერაციის" აშკარა წარუმატებლობას ჯერ კიდევ არ ცნობენ. ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება ბრზოლა და ყველა ძალა ოკუპანტების განდევნაზე უნდა მივმართოთ. ჩვენ ამას გავაკეთებთ. უკრაინა თავისუფალი იქნება. ხერსონი, ახალი კახოვკა, მელიტოპოლი, ბერდიანსკი, დნიპროუდნე და ყველა სხვა დროებით ოკუპირებული ქალაქი და თემი, სადაც ახლა ოკუპანტებს თავი "ბატონებად" მოაქვთ, გათავისუფლდებიან. უკრაინის დროშა დაბრუნდება იქ, სადაც უნდა იყოს. დაბრუნდება ნორმალური ცხოვრება, რასაც რუსეთი თავის ტერიტორიაზეც კი ვერ უზრუნველყოფს", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ომის 66-ე დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში.