
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა ტელეფონით ისაუბრეს. ჯონსონის თქმით, მან ზელენსკის ინფორმაცია მიაწოდა სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებაზე:
"ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, რომ მეთქვა, როგორ გააგრძელებს დიდი ბრიტანეთი სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას, რათა უკრაინელებს მივაწოდოთ ის აღჭურვილობა, რომელიც მათ თავდაცვისთვის სჭირდებათ.
როგორც არასდროს, ერთგული ვარ ჩემი გადაწყვეტილების, გავაძლიერო უკრაინა და უზრუნველვყო პუტინის მარცხი", - დაწერა ჯონსონმა