მოსკოვი საქართველოსთან რუსული პროდუქციის რეექსპორტის მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებს - უკრაინის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

რუსეთის ფედერაცია ცდილობს, უკრაინაში დაწყებული ომის გამო მისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების დამანგრეველი შედეგები სხვა ქვეყნების დახმარებით მინიმუმამდე შეამციროს, - ინფორმაციას Unian-ი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის დაზვერვა იუწყება, რომ მოსკოვი აწარმოებს მოლაპარაკებებს საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე რეექსპორტის მიზნით. 

"რუსული პროდუქციის მესამე ქვეყნებში გატანა იგეგმება ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის საფარქვეშ. ამ ქვეყნებში უკვე 200-ზე მეტი კომპანიაა დაფუძნებული", - ამბობენ დაზვერვაში.

Unian-ი წერს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, უკრაინის დაზვერვის მიერ მანამდე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ რუსები საქართველოს გავლით კონტრაბანდის არხს ქმნიან, ასეთი განცხადება გააკეთა: "მარტივად რომ ვთქვათ, ეს ტყუილია! პარტნიორი ქვეყნებისგან მსგავსი დეზინფორმაცია, განსაკუთრებით ამ პირობებში, აბსოლუტურად მიუღებელია", - თქვა პაპუაშვილმა. 

"ამავდროულად, საქართველო არ აპირებს, ანტირუსულ სანქციებს შეუერთდეს. 25 თებერვალს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების არც ფინანსურ და არც ეკონომიკურ ნაწილს.

1 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა კვლავ იცავს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ყველა საერთაშორისო სანქციას უკრაინაში ომის გამო. 

თუმცა, 3 აპრილს, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს არ დაუწესებს", - წერს Unian-ი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი