გავრცელებული ინფორმაციით, იზიუმთან რუსეთის გენშტაბის უფროსი, ვალერი გერასიმოვი დაიჭრა

გამოქვეყნდა:

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ იზიუმთან, უკრაინელების შეტევის შედეგად რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ვალერი გერასიმოვი დაიჭრა.

Telegram არხის, Insider Ukraine-ის ცნობით, 30 აპრილს, უკრაინელმა სამხედროებმა იზიუმთან ახლოს რუსული არმიის მოწინავე სამეთაურო პუნქტზე მიიტანეს იერიში, სადაც გერასიმოვიც იმყოფებოდა.

რუსეთის გენშტაბის უფროსის დაჭრის შესახებ იუწყება ასევე Украина Online-ი.

გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებულია გერასიმოვის პირადი მცველი, გენერალ-მაიორი სიმონოვი. 

გერასიმოვის დაჭრის შესახებ Facebook-ზე წერს სამხედრო ჟურნალისტი და ბლოგერი, ალექსანდრე შულმანიც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი