რუსეთში, კურსკის ოლქში, უკრაინის საზღვართან ახლოს, სარკინიგზო ხიდი ჩაინგრა

გამოქვეყნდა:

კურსკის ოლქში სარკინიგზო ხიდი ჩაინგრა, რომლითაც რუსეთს უკრაინაში საოკუპაციო ჯარები გადაჰყავს. ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი, რომან სტარავოიტი ავრცელებს. უცნობია, ხიდი განზრახ დააზიანეს თუ უამინდობის შედეგად დაზიანდა.

ადგილზე სამაშველო სამსახურის ეკიპაჟებია მობილიზებული. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ხიდი ძირითადად "სავაჭრო ვაგონებისთვის" გამოიყენებოდა. 

"შესაბამისი სამსახურები ამჟამად მუშაობენ მომხდარის გამომწვევი მიზეზების დასადგენად. მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრებათ", - აცხადებენ ადგილობრივ ხელისუფლებაში.

ხიდი უკრაინის საზღვართან ახლოსაა, სუმის მიმართულებით, სადაც შეიარაღებულ ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი