აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს | მარიუპოლი 50-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა

გამოქვეყნდა:

დღეს მარიუპოლის აზოვსტალის ფოლადის ქარხნიდან 50-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია იქნა შესაძლებელი - ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია, Reuters ავრცელებს და წერს, რომ წყარო გამოცემის ფოტოგრაფია, რომელიც ამ ადამიანების კოლონის ბეზიმენნოეში ჩასვლას აკვირდება. 

ფოტოგრაფის ცნობით, სოფელ ბეზიმენეში, დონეცკის ოლქში, სადაც ფილტრაციის ბანაკი მდებარეობს,  ჯერ 40 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი ჩავიდა, შემდეგ კი კიდევ 14 ადამიანმა შეძლო ბლოკირებული მარიუპოლის დატოვება. 

აღსანიშნავია, რომ მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციას ადასტურებს გაერო და წითელი ჯვარი. ორგანიზაციის წარმომადგენლები პროცესში თავად არიან ჩართულები. 

ცნობისთვის, მარიუპოლის ალყამ, რომელიც ორ თვეზე მეტია გრძელდება, საპორტო ქალაქი გადააქცია უდაბნოდ, უცნობია დაღუპულთა რიცხვი. ამ დრომდე აზოვსტალის ქარხნის ბუნკერებში ასობით ადამიანი წყლისა და საკვების გარეშეა დარჩენილი და გადარჩენას ცდილობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი