
რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაივის რეგიონზე საარტილერიო იერიში მიიტანეს - ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა "სამხრეთი" ავრცელებს. უწყების ცნობით, მტერმა ოლქში მდებარე სასუქის სასოფლო-სამეურნეო საწყობი დაბომბა.
"აფეთქდა 600 კგ-მდე სასუქი, გაჩნდა ხანძარი. სამაშველო სამსახურები სწრაფად მუშაობდნენ. არ არსებობს ქიმიური საფრთხე გარემოსთვის და ადამიანებისთვის",- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
წინასწარი ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად, არავინ დაშავებულა.