გერასიმოვმა გაასწრო, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. რუსეთის გენშტაბის მეთაურის დაჭრა უკრაინამ არ დაადასტურა, თუმცა დადასტურდა, რომ გერასიმოვი ნამდვილად იზიუმში იყო, რომ ნამდვილად ბრძოლის ეპიცენტრში აღმჩნდა და უვნებლად გაასწრო, თუმცა ჯერჯერობით. არათუ გერასიმოვის დოქტირნა, პუტინისთვის თავად გერასიმოვი გახდა როგორც ჩანს ჩამოსაწერი და მოსაშორებელი. არადა გენშტაბის უფროსი ომის დროს პრეზიდენტის შემდეგ მეორე კაცია.
გასაგებია, რომ კრემლის დიქტატორი გაბრაზებულია, როცა ხედავს, რა სამარცხვინოდ ჩაეფლო ტალახში მისი ძლევამოსილი არმია. ეს ყველაფერი კი იმ ქართველი მებრძოლების დამსახურებაცაა, ვინც უკრაინის ფრონტზე ამ წუთებშიც იბრძვის...
ჩვენი გმირები იბრძვიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჩასულ მოხალისეებთან ერთად. მათ ნაწილს უკრანიაში ჩასვლამდე სამხედრო სფეროსთან შეხება არც კი ჰქონდა.
რა თქმა უნდა, უკრაინის დამცველთა რიგებში არიან გამოცდილი მებრძოლებიც. თენგო გოგოტიშვილის სპეციალური რეპორტაჟი ფრონტის ხაზიდან, სადაც თავისუფლების დასაცავად დღეს უამრავი ქართველი იბრძვის.