
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ევროსაბჭოს უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელს ტელეფონით ესაუბრა.
როგორც კულებამ Twitter-ზე დაწერა, ის ბორელს ევროკავშირის სანქციების შემდეგ რაუნდზე ესაუბრა, რომელიც მისი თქმით, რუსული ნავთობის ემბარგოს უნდა მოიცავდეს.
"ვესაუბრე ჯოზეფ ბორელს რუსეთისთვის, ევროკავშირის სანქციების შემდეგი რაუნდის შესახებ, რომელიც ნავთობის ემბარგოს უნდა მოიცავდეს. მე ასევე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ცალკე ყურადღება მივანიჭეთ ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან შემდგომ მშვიდობიან ევაკუაციას", - წერს კულება.