
"აზოვსტალიდან ხალხის ევაკუაცია დღეს საბოლოოდ მოვახერხეთ მრავალკვირიანი მოლაპარაკებების, არაერთი მცდელობის, შეხვედრისა და მოწოდების შემდეგ. არ ყოფილა დღე, რომ ჩვენი ხალხის გადასარჩენად გამოსავალი არ გვეძებნა. დღეს, ომის დღეების განმავლობაში, სასიცოცხლო მნიშვნელობის დერეფანმა პირველად იმუშავა. ორდღიანი, რეალური ცეცხლის შეწყვეტა პირველად მოხდა.
ასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე უკვე ევაკუირებულია - ქალები და ბავშვები, რომლებიც აზოვსტალში საომარ მოქმედებებს გაექცნენ. ყველა სირთულის გათვალისწინებით, პირველი ევაკუირებული პირები ზაპოროჟიეში ხვალ დილით ჩამოვლენ. მათ იქ ჩვენი გუნდი დახვდება. იმედი მაქვს, ხვალ ყველა აუცილებელი პირობა დაკმაყოფილდება და მარიუპოლიდან ევაკუაცია გაგრძელდება. პროცესის დაწყებას დილის 8 საათზე ვგეგმავთ" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მარიუპოლიდან, აზოვსტალის ქარხნიდან დღეს განხორციელებულ ევაკუაციაზე. მან ომის 67-ე დღის შემაჯამებელი ვიდეომიმართვა ცოტა ხნის წინ გაავრცელა.