რუსეთში, ბელგოროდის რეგიონში ორი აფეთქება მოხდა

გამოქვეყნდა:

რუსეთში, ბელგოროდის ოლქში ორშაბათს დილით ორი აფეთქება მოხდა. ინფორმაცია გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა Telegram-ზე გაავრცელა.

"ოცდაათი წუთის წინ ორმა ძლიერმა აფეთქებამ გამაღვიძა. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, დანაკარგი და ნგრევა არ არის. მსხვერპლი არაა", - დაწერა მან ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 2:40 საათზე.

კვირას ბელგოროდში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ობიექტზე დიდი ხანძარი იყო. ინციდენტის მიზეზი გაურკვეველია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი