ბაიდენის უკრაინაში ვიზიტი დროის საკითხია - წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე

გამოქვეყნდა:

კვირას კიევში კონგრესის დელეგაციის წევრებსა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლიდიმერ ზელენსკის შორის შეხვედრა გაიმართა. აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ადამ შიფმა თქვა, რომ მისი აზრით, პრეზიდენტის ჯო ბაიდენის უკრაინაში ვიზიტის თარიღი მხოლოდ დროის საკითხია.

"ვფიქრობ, საპრეზიდენტო ვიზიტი განიხილება, მაგრამ საკითხია - რამდენად სწრაფად იქნება ეს შესაძლებელი", - უთხრა მან CNN-ს.

მან აღნიშნა, რომ დელეგაციას კვირას ეს საკითხი ბაიდენთან საუბრისას არ განუხილავს. შიფმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრა ფოკუსირებული იყო მის პრიორიტეტებზე შემდგომი დახმარებისთვის, განსაკუთრებით ომის ახალი ფაზის განმავლობაში.

დელეგაციის წევრებმა შეხვედრის შემდეგ ინფორმაცია აშშ-ს პრეზიდენტს მიაწოდეს და გასცეს რეკომენდაციები.

"ჩვენ გვინდოდა მასთან ერთად გვემსჯელა, ამ მართლაც დიდი თანხის ფარგლებში [ 33 მილიარდი დოლარი, რომელსაც ბაიდენი კონგრესს სთხოვს] რა არის პრიორიტეტული იმ თვალსაზრისით, თუ რა იარაღი ესაჭიროება მას და რა სხვა დახმარება სჭირდება", - თქვა შიფმა.

საუბარი შეეხო დახმარების სწრაფად მიღებას, ასევე ჰუმანიტარულ კრიზისს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი