"რუსეთი ხელოვნურად არ დაარეგულირებს უკრაინაში სამხედრო სპეცოპერაციის 9 მაისამდე დასრულების ვადებს" - ლავროვი

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ რუსეთი ხელოვნურად არ დაარეგულირებს "უკრაინაში სამხედრო სპეცოპერაციის" 9 მაისამდე დასრულების ვადებს. ამ თემაზე მან იტალიურ ტელეკომპანია Mediaset-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

"ჩვენი სამხედროები ხელოვნურად არ მოახდენენ თავიანთ ქმედებებს რაიმე თარიღთან მორგებას, მათ შორის გამარჯვების დღესთან დაკავშირებით", - თქვა რუსული სახელმწიფო მედიის ცნობით ლავროვმა. 

ლავროვი ამბობს, რომ "უკრაინაში სამხედრო სპეცოპერაციის" განხორციელების ტემპი, პირველ რიგში, დამოკიდებულია "სამოქალაქო მოსახლეობისა და რუსი სამხედროებისთვის რაიმე რისკის მინიმუმამდე დაყვანის აუცილებლობაზე". 

მისი მტკიცებით, ომის ამოცანები მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოიცავს. გარდა ამისა, ლავროვის თქმითვე ამონაცებში შედის უკრაინის ტერიტორიაზე მოსახლეობისთვის და რუსეთის ფედერაციისთვის "შეტევითი იარაღისა და ნაციზმთან დაკავშირებული ნებისმიერი საფრთხის არარსებობა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი