
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ბოლო მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა გამოიყენა 120-ზე მეტი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი. სავარაუდოა, რომ ამ დანაყოფების მეოთხედზე მეტი, ახლა საბრძოლველად არაეფექტურია.
ბრიტანეთის დაზვერვა ამბობს, რომ ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები რუსეთის მთლიანი სახმელეთო საბრძოლო ძალის დაახლოებით 65%-ია.
"სავარაუდოა, რომ ამ დანაყოფების მეოთხედზე მეტი ახლა საბრძოლველად არაეფექტურია. რუსეთის ზოგიერთმა ყველაზე ელიტარულმა ქვედანაყოფმა, მათ შორის VDV საჰაერო სადესანტო ძალებმა, განიცადეს ყველაზე მაღალი დონის დანაკარგი. რუსეთის ამ ძალების აღდგენას ალბათ წლები დასჭირდება", - წერს ბრიტანეთის დაზვერვა.
ბრიტანული უსაფრთხოების ანალიტიკური ცენტრის RUSI-ს თანახმად, ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების უმეტესობას 700-800 პერსონალი ჰყავს.