
რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს, რომ სამხედრო დამნაშავეებად მიიჩნევა ყველა სახელმწიფოს მეთაური, ვინც უკრაინას იარაღით ეხმარება - ამის შესახებ მან საკუთარი Telegram-ის არხში დაწერა.
მან აღნიშნა, რომ ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს ლიდერებს, გერმანიის მეთაურობით, შეუძლიათ თავიანთი ხალხის ჩათრევა დიდ პრობლემებში, რადგან "უკრაინას იარაღის მიწოდებით ისინი კონფლიქტის მხარე ხდებიან".
"ისინი დუმდნენ, როდესაც ზუსტად რვა წლის წინ ნაცისტებმა ოდესაში ცოცხლად დაწვეს მშვიდობიანი მოსახლეობა, არაფერი გააკეთეს დონბასის ხალხის დასაცავად. ახლა კი ყველაფერს აკეთებენ, რომ უკრაინაში სლავები დაიღუპოს.
მათ [გერმანია] დაიწყეს მეორე მსოფლიო ომის ტრაგედიის დავიწყება და ფასი, რომელიც უნდა გადაეხადათ მსოფლიო ფაშიზმისგან გასათავისუფლებლად. მოკლე ისტორიულ მეხსიერებას შეიძლება, დიდი პრობლემები მოჰყვეს.
თავიანთი ქმედებებით სამყაროს კატასტროფისკენ უბიძგებენ.
ყველა სახელმწიფოს მეთაურმა, ვინც მიიღო გადაწყვეტილება იარაღის მიწოდების შესახებ, პასუხი უნდა აგოს, როგორც ომის დამნაშავეებმა",- წერს ვოლოდინი.