ახალი ზელანდია რუსეთს დამატებით სანქციებს უწესებს - სიაში პარლამენტის ზედა პალატის 170 წევრია

გამოქვეყნდა:

ახალმა ზელანდიამ, რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო ახალი სანქციები დაუწესა, - ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ავრცელებს. 

სანქციები შეეხება რუსეთის პარლამენტი ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს 170 წევრს, თავდაცვის სექტორის 6 კომპანიასა და ორგანიზაციას. 

"რადგან პრეზიდენტ პუტინის სამხედრო მანქანა აგრძელებს თავის უკანონო თავდასხმებს და სისასტიკეს ავლენს, ჩვენ გადავწყვიტეთ დავაკისროთ ხარჯები მონაწილეებს", - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გარდა ამისა, უწყების ცნობით გაფართოვდა შეზღუდვის ზომები 400-ზე მეტი პირის წინააღმდეგ, რომლებსაც ახალ ზელანდიაში მოგზაურობასთან დაკავშირებული აკრძალვა უკვე დაწესებული ჰქონდათ.

ცნობისთვის, ახალმა ზელანდიამ 18 რუსული ფინანსური ინსტიტუტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სიაში შედის რუსეთის ცენტრალური ბანკი, ეროვნული კეთილდღეობის ფონდი, ქვეყნის 8 უმსხვილესი ბანკი და 7 საფინანსო და საკრედიტო ორგანიზაცია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი