
"რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ვერ დამალა რუსული ელიტის ღრმად ფესვგადგმული ანტისემიტიზმი", - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება, ლავროვის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ "ჰიტლერის მსგავსად" ზელენსკისაც ებრაული სისხლი აქვს.
კულება, სოციალურ ქსელში წერს, რომ ლავროვის ეს ამაზრზენი განცხადება პრეზიდენტისთვის შეურაცხმყოფელია.
"საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ვერ დაუმალა რუსული ელიტის ღრმად ფესვგადგმული ანტისემიტიზმი. მისი ამაზრზენი გამონათქვამები შეურაცხმყოფელია პრეზიდენტისთვის, უკრაინისთვის, ისრაელისა და ებრაელი ხალხისთვის.
უფრო ფართოდ, ისინი აჩვენებენ, რომ დღევანდელი რუსეთი სავსეა სხვა ერების მიმართ სიძულვილით", - წერს კულება.