ბელარუსში მოქალაქეებს ინტერნეტს უთიშავენ, რომ რუსეთის ჯარების გადაადგილება დამალონ - უკრაინის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

რუსული საოკუპაციო ჯარების გადაადგილების შესახებ, ინფორმაციის დამალვის მიზნით, ბელარუსის ტერიტორიებზე ინტერნეტი გამორთულია - ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის დაზვერვა ავრცელებს.

უწყების ცნობით, პირველად 1 აპრილს დაფიქსირდა ბელარუსის რესპუბლიკის მობილური აბონენტების ინტერნეტზე წვდომის სრული და ნაწილობრივი შეზღუდვა. ერთი თვის განმავლობაში ბელორუსის მთელ რეგიონებს შეეზღუდათ ინტერნეტთან წვდომა.

"უკრაინის სამხედრო დაზვერვის შეფასებით, მომხმარებლების ინტერნეტით გათიშვა კოორდინირებულია სპეცსამსახურების მიერ. ამრიგად, ბელარუსის კგბ და რუსეთის FSB ცდილობენ შეზღუდონ პატრიოტი მოქალაქეების კომუნიკაცია და აღკვეთონ სოციალურ ქსელებში ინფორმაციის გავრცელება რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ.

მინსკის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთით ზოგიერთ რაიონში ქსელთან დაშვების ანომალიები მიუთითებს სამხედრო ტექნიკის დერეფანზე, რაც დასტურდება სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით", - წერია განცხადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი