
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი მიხაილო პოდოლიაკი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ "ჰიტლერის მსგავსად" ზელენსკისაც ებრაული სისხლი აქვს.
პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთს ასეთი განცხადებებით უკრაინაში მომხდარი მასობრივი ხოცვა-ჟლეტის გამართლება სურს.
"ლავროვის ანტი-სემიტური განცხადებები, ებრაელების წინააღმდეგ, მეორე მსოფლიო ომსა და ჰოლოკოსტთან დაკავშირებით იმის მაჩვენებელია, რომ რუსეთი ნაცისტური იდეოლოგიის მემკვიდრეა. ისტორიის გადაწერის მცდელობით, მოსკოვი ეძებს არგუმენტებს, უკრაინელების მასობრივი მკვლელობების გასამართლებლად. დასკვნა ლავროვის განცხადებაზე ერთია- არაადეკვატურად აფასებს მსოფლიოს და სამყაროსი თავის ადგილს, ებრაელ ერს მეორე მსოფლიო ომის პროვოცირებაში ადანაშაულებს და მსოფლიო ისტორიას, ნაციზმისა და მკვლელების უფლების სასარგებლოდ აფასებს, ასევე აფართოებს თავის სამხედრო არსენალს ტერორიზმისა და გენოციდის უგულებელყოფის გარეშე", - წერს პოდოლიაკი