რუსებმა უკრაინიდან 180 ათასზე მეტი ბავშვი გაიტაცეს

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა, რუსეთში, ასევე ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკში 181 000 უკრაინელი ბავშვი იძულებით წაიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინული მედია, ბავშვთა რეაბილიტაციის საკითხებში, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველ დარია გერასიმჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის მხოლოდ 2 000-მდე ობოლი და მშობლის მზრუნველობას მოკლებული ბავშვია. გერასიმჩუკმა აღნიშნა, რომ მთავრობა გატაცებული ბავშვების დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებს. 

"არ გვაქვს რეგისტრირებული შვილად აყვანის ან ამ პროცესის ორგანიზების დაწყების შემთხვევები, მაგრამ უკვე გვესმის სახიფათო მოწოდებები რუსეთიდან კანონმდებლობის შესაძლო ცვლილების შესახებ, რაც გაამარტივებს შვილად აყვანის პროცედურას“, - აცხადებს გერასიმჩუკი. 

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ათასობით მოქალაქე იძულებით გაიყვანა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ამასთან, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ბავშვებს მშობლებს აშორებენ და რუსეთს სურთ უკანონო შვილად აყვანის მიზნით გაგზავნონ რუსულ ოჯახებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი